„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
პოსტი ჯაფარიძისა და მისი თანაპარტიელის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესს ეხება.
„გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს
166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად
ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა
მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო
ანუ, ვიღაც ქალის ხმა რომ ისმოდა – ‘მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში …’ – ამას რატომ არ დაემრჩილეთ და არ დაიშალეთო
რა ბელორუსი, ნიკარაგუა ვართ“ , – წერს ის.
შეგახსენებთ, აღნიშნული საქმე 7-8 მარტის დემონსტრაციებისას ჯაფარიძისა და მოსიაშვილის მხრიდან სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობას უკავშირდება.