ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კობახიძე-ბესელია ახალ სკანდალში: გარდაცვლილი პოლიციელის დედა ქრთამის აღებაზე საუბრობს

გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზნაურაშვილი დეპუტატებს, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიით ციხიდან გამოშვებისთვის ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

2011 წლის 26 მაისის ღამეს ნინო ბურჯანაძის კორტეჟის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახი გამოძების დაწყებას ითხოვს.

„აქ იყო დიდი ფული აღებული, რადგან მკვლელის გამოშვების არანაირი მიზეზი არ იყო ამ მუხლით. მკვლელი პოლიტპატიმარი არ იყო, მან მოკლა ჩემი შვილი. როგორ შეიძლება მკვლელი გააერთიანო მომიტინგესთან, ის იყო მკვლელი“ – აცხადებს ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზაურაშვილი.

იტვირთბა....