ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

აფეთქებული კაშხალი და დატბორილი რეგიონი უკრაინაში – ხერსონში 1 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის რეგიონში 1 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე 1 800-ზე მეტი სახლი დაიტბორა.

“დატბორვის ინტენსივობა მცირდება, მაგრამ კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყლის დონის მომატება გაგრძელდება” – აღნიშნა პროკუდინმა.

შეგახსენებთ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. რუსეთი სადგურის განადგურებაში უკრაინელებს ადანაშაულებს.

კაშხლის განადგურების შედეგად ამ დრომდე სოფლები და ქალაქები იტბორება. ხერსონის ოლქის სხვადასხვა რეგიონში ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....