რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ლეონტეივის განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ დატბორვის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
“ჩვენ ახლა ვიკვლევთ ინფორმაციას დაკარგულების შესახებ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანები ასევე ევაკუირებული იქნა წყალდიდობის ზონებიდან, რომლებიც აღარ არსებობს – კუნძულებიდან. იქ მწყემსები იყვნენ… დაახლოებით შვიდი ადამიანი, რომელსაც დანამდვილებით ვიცნობთ” – აღნიშნა ვლადიმერ ლეონტეივისმა.