გელათის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი ერთიანი გენერალური გეგმა შემუშავდება, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ, იოანესთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გელათის მონასტერი დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.