ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა” – ზელენსკი კაშხლის აფეთქებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე გამოსვლისას რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

ზელენსკის თქმით, აღნიშნული ჰესი რუსეთმა დაღამა და მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბით ააფეთქა.

„სამწუხაროდ, უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთი აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელს კახოვკის ჰესს. ფიზიკურად შეუძლებელია მისი როგორმე აფეთქება გარედან – დაბომბვით. იგი დანაღმული იყო. სწორედ რუსი ოკუპანტების მიერ დანაღმული და მათ მიერ აფეთქებული. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი. ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რუსებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შედაგადაც, ქალაქი ნოვო კახოვკა იტბორება.

აფეთქების შესახებ ინფორმაცია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სერვისი მუშაობს. ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს”, – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

„რუსი ტერორისტები – კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის განადგურება მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი უნდა განდევნო უკრაინის ყველა კუთხიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით ან სხვა რამით.

ყველა სერვისი მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო. გთხოვთ გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....