ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ეს ომის დანაშაულია, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ – მეცოლა რუსების მიერ კაშხლის აფეთქებაზე

ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად, უკრაინელი ბავშვები, ქალები და კაცები დაზარალდებიან. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ომის დანაშაული, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ.

დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება.

– აღნიშნავს ვროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ნოვო კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რუსებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შედაგადაც, ქალაქი ნოვო კახოვკა იტბორება.

აფეთქების შესახებ ინფორმაცია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სერვისი მუშაობს. ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს”, – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

„რუსი ტერორისტები – კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის განადგურება მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი უნდა განდევნო უკრაინის ყველა კუთხიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით ან სხვა რამით.

ყველა სერვისი მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო. გთხოვთ გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....