საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვრედზე ახალი პოსტი გამოქვეყნდა.
ექსპრეზიდენტი რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა.
„რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. მთავარია ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს.
ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება გაუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიას. მისი არ გაშვება იქნება კიდევ ერთი კარის გამოჯახუნება და ფართოდ გაღება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის“ , – აღნიშნულია პოსტში.