ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი” – სალომე ზურაბიშვილი ნოვა კახოვკას კაშხალზე თავდასხმას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერ“-ზე რუსების მიერ უკრაინაში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა.

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს.

საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას” კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.

საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“ , – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, აფეთქების შესახებ ინფორმაცია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სერვისი მუშაობს. ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს”, – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

„რუსი ტერორისტები – კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის განადგურება მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი უნდა განდევნო უკრაინის ყველა კუთხიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით ან სხვა რამით.

ყველა სერვისი მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო. გთხოვთ გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....