ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზუგდიდის სასამართლოში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა – რა იპოვეს სამართალდამცველებმა?

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს.

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება სხვა რაიონულ სასამართლოებში. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია არცერთ უწყებას.

შეგახსენებთ, რომ თითქმის ორი საათია საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს თბილისის სამივე ინსტანციის სასამართლოში. შენობის შიდა და გარე პერიმეტრებზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

იტვირთბა....