ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის კადიროველი ბიზნესმენი, რომლის მანქანა და ესკორტიც, სავარაუდოდ, საქართველოშია

მანქანები რუსული ნომრებით, რომლებიც გუშინ ნატახტარში, შემდეგ კი ბათუმში გამოჩნდნენ, ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გარემოცვას ეკუთვნის.

ბათუმში გადაღებულ ფოტოზე ერთ-ერთი მერსედესის მარკის მანქანის ნომერი ემთხვევა მანქანას, რომელიც ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩის ინსტაგრამ გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია და არ უთქვამს, იმყოფება თუ არა კადიროვის გარემოცვა საქართველოში.

წყარო – “ფორმულა”

იტვირთბა....