საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციის ფოტოები გაავრცელა.
„დღეს ოდესა აღნიშნავს კობზარის (უკრაინელი მომღერალი ავტ.) დაბადების დღეს და მხარს უჭერს სავჩენკოს“. – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უკრაინელ მფრინავს რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ედება ბრალი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 23-წლიანი პატიმრობა ემუქრება. თავად სავჩენკო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დღეს სასამართლო პროცესზე მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და უკრაინის ჰიმნი იმღერა.