ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეგონა, რომ ყველა იტყოდა მადლობას, მაგრამ გაუგებარი ქარიშხალი მოჰყვა – პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რაც დაკავშირებული იყო სხვადასხვა გარემოებებთან, მათ შორის, საკურორტო სეზონის დაწყებასთან.

“ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი შეთავაზება და ის დაკავშირებული იყო უამრავ გარემოებასთან, მათ შორის საკურორტო სეზონის დაწყებასთან,” – თქვა პუტინმა ორგანიზაცია Деловая Россия-სთან შეხვედრისას.

პუტინი ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო იმ ადამიანების “დახმარება”, რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, ასევე რუსი ბიზნესმენებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც “უყვართ საქართველო”.

პუტინი ამბობს, რომ რეაქცია, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესებას საქართველოში მოჰყვა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. პუტინი ამბობს, რომ მადლობას ელოდა, თუმცა მიიღო “გაუგებარი ქარიშხალი”:

“გულწრფელად რომ ვთქვათ, რეაქცია რომელიც გადაწყვეტილებას მოჰყვა, ჩემთვის სრული სიურპრიზი იყო. მე მეგონა, რომ ყველა იტყოდა: მადლობა, კარგია, მაგრამ არა, ამ საკითხზე რატომღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამოვარდა, ძალიან უცნაურად და მოულოდნელად,” – ამბობს პუტინი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება 10 მაისს მიიღო. მოგვიანებით, რამდენიმე დღეში, საქართველოში ფრენის უფლება ორმა რუსულმა კომპანიამ Azimuth Airlines-მა და Red Wings-მა მიიღო. თავის მხრივ კი რუსეთში ფრენის უფლება მიეცა ქართულ Georgian Airlines-ს. რუსეთთან ფრენების აღდგენას პროტესტი მოჰყვა საქართველოში.

იტვირთბა....