1921 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.
ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე გახლდათ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ნოე რამიშვილი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე თავმჯდომარე გახლდათ ნოე ჟორდანია.
1919 წლის თებერვალში საქართველოში პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება. საკანონმდებლო ორგანოში ოთხი პარტია მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს შორის იყო ხუთი ქალი: ელისაბედ ნაკაშიძე – ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, მინადორა ორჯონიკიძე – ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ქრისტინე შარაშიძე.
საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველივე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების წევრებმა დაადასტურეს 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობა.
1921 წლის თებერვალში ბოლშევიკები საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრნენ.
გმირული ბრძოლის შემდეგ, ქართული ჯარი დამარცხდა.
მთავრობა საფრანგეთში, ემიგრაციაში გაიქცა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენა სწორედ ზემოაღნიშნული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე გამოცხადა.
შეგახსენებთ, დამოუკიდებლობის აქტის მიღებას წინ უძღოდა გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა, რომელმაც შუადღით ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. ამიერკავკასიის რესპუბლიკაში შედიოდა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ფოტომასალის წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი





