aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ანექსირებულ ყირიმში პრეზიდენტ ზელენსკის ოჯახის ბინა მიითვისეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში „რუსეთის მტრების“ ქონება „ნაციონალიზებულად“ გამოაცხადეს.

ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ „რესპუბლიკის“ საკუთრებაში გადადის რამდენიმე ობიექტი, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ბინა იალტაში.

„ნაციონალიზებული ქონების“ სიის გაფართოებას მხარი დაუჭირა ანექსირებული ყირიმის ე.წ. პარლამენტმა – „სახელმწიფო საბჭომ“. რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ჩამონათვალშია 57 ობიექტი, მათ შორის, უკრაინელი ბიზნესმენების და პოლიტიკოსების საკუთრება.

იტვირთბა....