ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცადებით, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ რჩება.

უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა რუსული საოკუპაციო ძალების 26 შეტევა მოიგერიეს.

ავიაბილეთები

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტი, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – მოხდა 26 სამხედრო შეტაკება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან“ – აღნიშნეს გენშტაბში.

გავრცელებული ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, სამოქალაქო და ადინისტრაციული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

“ასევე, გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ვერტმფრენი, Shahed-ის ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი და Zala-ს ტიპის ერთი სადაზვერვო დრონი. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მტრის 3 სამეთაურო პუნქტს, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 უბანს, საბრძოლო მასალის საცავსა და 2 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს, ასევე მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს“ – განაცხადეს გენშტაბში.

იტვირთბა....