ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხდება

არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს.

“დავუბრუნდი ჩემს პროფესიას” – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.

შეგახსენებთ, 2019 წლიდან 2021 წლამდე მიშა ფეიქრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო, 2021 წლიდან კი პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი გახდა.

წყარო – “რადიო თავისუფლება”.

იტვირთბა....