საზოგადოება

სიგარეტის ახალი, მავნე მახასიათებლები აღმოაჩინეს

ის რომ სიგარეტის მოწევა ფილტვის კიბოს იწვევს და მოწევა კლავს,  ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ამ მავნე ჩვევას, სხვა, ნაკლებად ცნობილი უარყოფითი მოვლენებიც ახლავს:

  • სიგარეტის მოწევას უკავშირდება ინსულტი, წყლულები, სასუნთქი გზების ინფექციები, მკვდრადშობილი და ნაადრევად შობილი ბავშვები.
  • მწეველ ქალებს მეტი პროცენტული ალბათობა აქვთ პაპილომა ვირუსით დაავადდნენ, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, ვიდრე-არამწეველებს.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევა უკვე მკაცრად ასოცირდება და უკავშირდება სიგარეტის მოწევას.
  • მწეველებს ხუთჯერ მეტად აქვთ მიდრეკილება დეპრესიისა და თვითმკვლელობისკენ.
  • მწეველებს უფრო მეტად უვითარდებათ ნევროზული და ფსიქოზური სიმპტომები, მათ შორის აგორაფობია, ანუ გახსნილი სივრცის შიში.
  • მწეველებს თხუთმეტჯერ მეტად აქვთ მიდრეკილება პანიკური აშლილობისკენ, ვიდრე-არამწეველებს.
  • პროცენტულად მწეველი სტუდენტები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ნარკოტიკებისა და მძიმე სასმელისკენ, ასევე, დაუცველი და მომატებული სქესობრივი კავშირებისკენ.
  • მწეველი სტუდენტები უფრო დაბალი მოსწრებით გამოირჩევიან კოლეჯებში, ვიდრე-არამწეველები.

 

და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სიგარეტი მხოლოდ ფილტვებსა და გულს არ აზიანებს, ის ტვინის ფუნქციონირებაზეც მოქმედებს.

ttac.org

იტვირთბა....