ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის სიმამრმა 6.7 მილიონის ტენდერები მოიგო – “ფლანგვის დეტექტორი”

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრმა 6.7 მილიონის ტენდერები მოიგო, – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“ალექსანდრე ტყებუჩავა 2018 წელს ფოთში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი გახდა, ხოლო 2021 წელს ჯერ – ფოთის მერის მოადგილე, შემდეგ კი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე.
სწორედ 2018-2022 წლებში ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრმა ფოთის მერიისგან 1,568,800 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.
მას შემდეგ, რაც ტყებუჩავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მისმა სიმამრმა 12 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა” – წერს ორგანიზაცია

იტვირთბა....