ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რა ლიბერალიზმი, რა კონსერვატიზმი, ეს სიტყვების რახარუხია“ – რას წერს ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის „ქართული ოცნების“ ახალ პროპაგანდისტულ ხაზს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი კონსერვატორი, ქართული რწმენისა და ტრადიციების ერთგულია, ხოლო ოპოზიცია ლიბერალური, უსამშობლო, უღმერთო ჯგუფი.

„რა ლიბერალიზმი, რა კონსერვატიზმი. ეს სიტყვების რახარუხია, თქვენც ახლა სულ კანტი და ჰეგელი არ გყავდეთ პარლამენტში, რომ ფისოლოფიებში გაერკვიოთ (Mikheil Kavelashvili / მიხეილ ყაველაშვილი რას ფიქრობს ჯონ ლოკის საკუთრების თეორიაზე ეგ მაინტერესებს ზუსტად) . რახარუხია იმისთვის, რომ არ ვიფიქროთ მთავარზე. ბავშვების 30% არ იკვებება ნორმალურად და ესენი რეებს ბუტბუტებენ.
კეთილდღეობა! კეთილდღეობა და კეთილდღეობა და ამაში მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხართ მაგრები – ქართული ოცნება“ , – წერს ის.

იტვირთბა....