ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბრავო, მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ” – არახამია რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

უკრაინის რადას ფრაქციის “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და ფრენების გაუქმებას ეხმაურება. მისი თქმით, დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან.

იგი აღნიშნავს, რომ ლარის რუბლით ჩანაცვლება მოსალოდნელი ნაბიჯი იქნება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.

“უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან. მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმს აცხადებს. ბრავო… მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ.
აღარაფერი გაგვაკვირვებს” – განაცხადა დავით არახამიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე, მოქმედ დოკუმენტზე დაყრდნობით შეეძლებათ.

გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

იტვირთბა....