ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როდესაც ჩვენ გვაქვს ილუზია, რომ ლოიალობით საფრთხეებს აირიდებ, პირიქით ხდება, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ” – გია ხუხაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

აღნიშნულს ქართველი პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ეხმაურება, რომელიც “მეტრონომთან” საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ერთადერთი მიზეზი საქართველოს შამფურზე წამოგება და პუტინის მიერ საქართველოს მიმართ დაკავშირებული “დათვის სიყვარულია”, რომელსაც გემრიელ ლუკმად იტოვებს.

[su_quote]რუსეთს საქართველოს მიმართ “დათვის სიყვარული” აკავშირებს. მისთვის საქართველო გემრიელი ლუკმაა. ჩვენ, ქართველები თავადვე ვეგებით შამფურზე, რაც ამარტივებს პროცესს პუტინის მიერ საქართველოს შეხრამუნებისა.

ეს არ არის მხოლოდ რუსეთის თემა, ჩვენ პრობლემები აქ უფრო გვაქვს. როდესაც ჩვენ გვაქვს ილუზია, რომ ლოიალობით საფრთხეებს აირიდებ, პირიქით ხდება, დათვი ყოველთვის ჩაგიხუტებს გულში, მაგრამ ბოლოს მაინც შეგჭამს. პროცესები აქეთკენ მიდის და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ[/su_quote]

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე, მოქმედ დოკუმენტზე დაყრდნობით შეეძლებათ.

გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

იტვირთბა....