ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული “ოცნებას” არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება” – მეზვრიშვილი

ექს-პრემიერის პარტია “ქართულ ოცნებას” ქოლ-ცენტრებისა და დავით კეზერაშვილის მფარველობაში ამხელს, “ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული “ქართულ ოცნებას” არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება”

პარტია “საქართველოსთვის” წევრის ნათია მეზვრიშვილის თქმით, “ოცნებას” აწყობს, რომ ყველაზე დიდ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებობდეს ოლიგარქი, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით პარტიას აფინანსებს, რათა შემდეგ თქვას, რომ ისინი უარესები არიან.

“მას სჭირდება შავი ფული, ეს დანაშაულებრივი ფული, მათ შორის არის ხელისუფლებისთვის ფულის წყარო და ასეთი ტიპის შემოსავალი და ასეთი ტიპის შავი ფული მას სჭირდება არჩევნების გასაყალბებლად და ის ამ პროცესის მზადებაშია უკვე და 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ამიტომ, არ არის ხელისუფლების ინტერესში ის, რომ სააშკარაოზე გამოვიდეს. ის იცავს კეზერაშვილს. კეზერაშვილის დაცვაც ხელისუფლების ინტერესია. “ოცნებას” აწყობს, რომ მეორე მხარეს ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე დიდ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებობდეს ოლიგარქი, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით პარტიას აფინანსებს და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული, რათა საზოგადოებას უთხრას, რომ აი, უარესები არიან ესენი. ჩვენზე უარესები არიან. ერთიც და მეორეც “ოცნებას” სჭირდება. ეს არის მათი ძალაუფლების წყარო, ეს არის შავი ფულის წყარო. სჭირდებათ იმისთვის, რომ არჩევნებზე მოახდინონ მნიშვნელოვანი ზეგავლენა” – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

იტვირთბა....