ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველო რუსეთს სულ უფრო უახლოვდება – ოკუპანტმა ქვეყანამ სავიზო რეჟიმი გაგვიუქმა

პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა.

საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.

გამონაკლისი იქნებიან ის მოქალაქეები, რომლებიც, რუსეთის ფედერაციაში შესვლას სამუშაოდ, განათლების მისაღებად ან 90 დღეზე მეტ ხანს გეგმავენ.

იტვირთბა....