ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ტრამპი ამერიკელი ჟურნალისტის სექსუალურ შევიწროვებაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპი ჟურნალისტის, მწერლისა და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველის ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა.

CNN-ის ცნობით, მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს კეროლის მიერ შეტანილი სარჩელის ცილისწამებაში.

“მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ დონალდ ტრამპმა სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა ე.ჯინ კეროლს 1996 წლის გაზაფხულზე”, – წერს გამოცემა.

იტვირთბა....