ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რას აპირებს ლევან გაჩეჩილაძე?

ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროში” მისვლისა და უფლებამოსილების შესრულებისთვის ემზადება. ის ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნანუკა ჭკუასელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დღეს დილით საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე “სტუდია მაესტროს” გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა.

“მაესტროს შენობა არის მაკა ასათიანის ერთ-ერთი კომპანიის საკუთრება, თუმცა შპს “სტუდია მაესტროს” ამ კომპანიასთან გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება და ის სრულ უფლებამოსილებაშია ფლობდეს და სარგებლობდეს ამ ქონებით. იქიდან გამომდინარე, რომ ლევან გაჩეჩილაძე არის შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორი, ბუნებრივია, მასაც აქვს უფლება შევიდეს შენობაში.“ – განმარტავს ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი ნანუკა ჭკუასელი.

ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ “მაესტროს” შენობა ერთ-ერთ მეწილე მაკა ასათიანს ეკუთვნის და გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში შესვლას ვერ შეეძლებს.

 

იტვირთბა....