ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ბახმუტისა და მარინკისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასულ 24 საათში რუსეთის ჯარისკაცებმა უკრაინის ტერიტორიაზე 23 სარაკეტო და 43 საავიაციო დარტყმა განახორციელეს.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ყურადღება მიმართული ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებაზე ჰქონდა.

გენშტაბის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ბრძოლა ბახმუტთან და მარინკისთან მიმდინარეობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალების 690 სამხედრო, 2 ტანკი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი, 18 ჯავშანმქანა და სხვა ტექნიკა გაანადგურეს.

იტვირთბა....