ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დატოვებს თუ არა ევროპელი სოციალისტების რიგებს თავად “ქართული ოცნება” – ღარიბაშვილი გაბრაზებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელი სოციალისტების პარტიასთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ვაკის პარკში უცნობის ჯარისკაცის საფლავზე მისვლისას მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ივნისამდე, ვიდრე ევროპელი სოციალისტები შეიკრიბებიან, “ოცნების” პოლიტსაბჭო დაასწრებს და თანამშრობლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ამის თაობაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა, პოლიტსაბჭოს ფორმატში, პარტიის შიგნით უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ესე იგი, ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ძალიან ბევრი პრეზიდენტი, პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, მიუღებელია ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში, მიუღებელია აღვირახსნილი აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას, თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენ პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ“ , – აღნიშნა მან.

იტვირთბა....