ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

განაჩენი სამარცხვინოა, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ეს ქალი – ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის წინაარმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უარყოფს. მისი თქმით, “აბსოლუტურად წარმოდგენა არ აქვს”, თუ ვინ არის მწერალი ჯინ კეროლი, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

“ეს განაჩენი არის სამარცხვინო. ეს არის კუდიანებზე ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური ნადირობის გაგრძელება” – განუცხადა დონალდ ტრამპმა Fox News Digital-ს.

შეგახსენებთ, რომ მწერალი ჯინ კეროლი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სექსუალურ ძალადობასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მანჰენტენზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, 1996 წელს მოხდა. თავდაპირველად შეხვედრა ფლირტით დაიწყო, დონალდ ტრამპმა მას საჩუქრის არჩევაში დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც მაღაზიის გამოსაცვლელში შეჰყვა და გააუპატიურა.

დონალდ ტრამპი მომხდარს უარყოფს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებს.

იტვირთბა....