ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ-ში დაპირისპირება მწვავდება – პარტიის წევრთა ნაწილი შიდა არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება.

პარტიის ახალი მენეჯმენტი მაისში პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევას გეგმავს. მათმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

საუბარია წალენჯიხის, ჭიათურის, ხობის, ცაგერის, ახალციხის, ამბროლაურის რეგიონების თავმჯდომარეებზე.

ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ია ჯიშკარიანმა ზაზა გოროზია ზეწოლაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მასთან გოროზია მივიდა და უტხრა, რომ ახალ არჩევნებში კენჭი არ უნდა ეყარა, რადგან ვერ მოიგებდა, იმიტომ რომ ჯიშკარიანი ნიკა მელიას მხარდამჭერია.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში ჯიშკარიანის ბრალდებებს გოროზიამ უპასუხა.

„ვღელავ იმაზე, რომ პარტიაში უდიდესი სიყალბე არადემოკრატიული პროცესებია, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დღეს ტყვეობაშია და გვიკლავს ხელისუფლება, ნამდვილად არ ვაპირებ ამ სიყალბეში მონაწილეობის მიღებას, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩვენი გაერთიანებისკენ მიმართული, ეს არის პირდაპირ დაშლა პარტიის. მე დღეს მიუღებელი ვარ იმის გამო, რომ ვიყავი ნიკა მელიას მხარდამჭერი და ვარ კობა ნაყოფიას მეგობარი და რატომ არის ეს ყველაფერი მიუღებელი ახალი მენეჯმენტისთვის ჩემთვის გაუგებარია. რამდენიმე დღის წინ შევხვდით ჩვენ სამეგრელოს წარმომადგენელს ბატონ ზაზა გოროზიას და პირდაპირ მითხრა, რომ მე, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიმიძღვის. 2017 წელს მოვედი, მითუმეტეს, როცა პარტია ორად გაიყო, ნულიდან მოგვიწია აგურ-აგურ ვაშენეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ეს პარტია, ძალიან დიდი შრომა მიდევს ფიზიკური და მორალური და მითხრა, რომ აუცილებელი ხარ ამ პარტიაში მაგრამ, გამორიცხულია თავმჯდომარე ვერ გახდებიო. მე იმას ვხედავ, რომ პარტია ნელ-ნელა იშლება და რა არადემოკრატიული პროცესები მიდის ეს ყველასთვის ცხადია , – გაანცხადა გოროზიამ.

იტვირთბა....