ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შთამაგონეთ, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო – კრამონი კალაძეს პასუხობს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს გამოეხმაურა.

„კარგი იდეაა, ბატონო კახი კალაძე.
თქვენ შთამაგონეთ მე – რომ საქართველოს მომავალ არჩევნებზე მონაწილეობა მივიღო, როგორც მწვანეთა კანდიდატმა. მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე.
[ყველა ჩემ გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!] “ ,- წერს კრამონი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, კალაძემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, კრამონმა რომელიმე ოპოზიციური პარტიიდან კენჭი იყაროს.

იტვირთბა....