ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბევრი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ოპერაცია ჩაუტარდა – როგორია ვერაზე დაჭრილი ბიზნესმენის მდგომარეობა?

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილ გიჩო მარგველაშვილს დაზიანებები ორივე ფეხში აქვს მიყენებული და ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას ოპერაცია ჩაუტარდა

მეორე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია

“პაციენტი 37 წლის, შემოყვანილ იქნა გადაუდებელ მიმღებ განყოფილებაში ცეცხლნასროლი ჭრილობებით ბარძაყის არეში, მუხლის არეში, წვივის არეში. […] პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლოდან იყო ნასროლი და ბევრი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი”, – ამბობს ექიმი.

ცნობისთვის, გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლისას 2 პირი დაიჭრა – ერთი თავად გიჩო მარგველაშვილი და მეორე – მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....