ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს – ჩხრეკა, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სპეცოპერაცია სავარაუდოდ, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ადგილიდან დალუქული ტექნიკაც გაიტანეს.

სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ადგილზე ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, თუმცა ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ. ამის შემდეგ მათ სამაშველო სამსახური გამოიძახეს და მათი დახმარებით შევიდნენ შენობაში. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....