ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენთვის მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

„სად ნახეს ან ძალადობა ან უმცირესობების უფლებების დარღვევა, მაგრამ, როდესაც საუბარია იმაზე, გარკვეული პროპაგანდა უნდა იქნას თავს მოხვეული ეროვნული ინტერესების, კულტურის, ჩვენი წარსულის, ჩვენი ღირსების, ჩვენი ღირებულებების და ზოგადად ჩვენი საერთო ღირებულებების საპირისპიროდ, ეს არის ის, რასაც უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა.

ჩვენთვის მიუღებელია ყველანაირი არაჯანსაღი პროპაგანდა, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდა. მაგრამ, ჩვენ ამის წინააღმდეგ რაღაც კვაზი მეთოდებით გალაშქრებას არ ვაპირებთ. ამას მხოლოდ ჯანსაღ პროპაგანდას დავუპირისპირებთ“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, ღარიბაშილის გამოსვლის მთავარი პათოსი სარწმუნოების, ქართული ტრადიციის, ოჯახის სიწმინდის დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნება იყო.

იტვირთბა....