ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩემ შესახებ ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას აპირებენ”

“როგორც გუშინ შემატყობინა კონფიდენციალურმა წყარომ, თითქოს აპირებენ ჩემს შესახებ ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას”- ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, მასზე ზეწოლის ახალი ტალღა დაიწყოს და უცხოეთიდან მისი საუბრების ფარული ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნოს.

„ახალი ტალღა იწყება ზეწოლის. როგორც გუშინ შემატყობინა კონფიდენციალურმა წყარომ, თითქოს აპირებენ ჩემს შესახებ ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, სადაც რაღაც უღირს გამონათქვამებს ვამბობ. ბატონი მინისტრი მათ გამოქვეყნებას დაჟინებით ითხოვს და მას შიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ვენეციის კომისიის წევრობის გაგრძელების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობას სთავაზობდა. მის ამ განცხადებამდე კი იუსტიციის სამინისტრომ პაპუაშვილის კონკურსში მიღებული შედეგები გამოაქვეყნა. მის ბრალდებებზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის ამის გამო გაბრაზდა და რაღაცები ელანდება.

იტვირთბა....