ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლი და მაღაზია დაიწვა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დეპოს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი და სასურსათო მაღაზია “ნუგეში” დაიწვა.
სავარაუდოდ, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და შემდეგ სასურსათო მაღაზიაზე გადავიდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედგად, 100-ზე მეტი კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

იტვირთბა....