ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოს მხრიდან ირანისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება დასავლური ქვეყნების ზეწოლით მოხდა”

“საქართველოს მხრიდან 2013 წელს ირანისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ამერიკისა და დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების ზეწოლის შედეგად მოხდა”, – ამის შესახებ აიათოლაჰ ხამენეის წარმომადგენელმა მუჰამედ ანვერმა განაცხადა.

„ამერიკამ და დასავლეთის პარტნიორმა ქვეყნებმა, რომლებმაც მკაცრი სანქციები შემოიღეს, ის ქვეყნები დააფრთხო, რომლებსაც ირანთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობა სურდათ. მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყანა საქართველო მოხვდა, რომელიც ჩვენი ისტორიული მოკავშირეა.

რაც შეეხება 2013 წელს საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის შემოღებას, საქართველო ამერიკის და დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების ზეწოლის შედეგად მოიქცა ასე, ჩვენ ასე მიგვაჩნია. თუმცა, ჩვენთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენ გვესმის საქართველოს მდგომარეობა.

საქართველოსა და ირანს შორის პოლიტიკური დაძაბულობა არასდროს ყოფილა. ირანის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემოღება, დარწმუნებული ვარ, ქართული მხრიდან გარკვეულ ქმედებაზე პოლიტიკური პასუხი იყო, თუმცა საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. რაც შეეხება რადენიმე ხნის წინ საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს დადებით ნაბიჯია და მივესალმებით. ირანისთვის გასაგებია საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა მუჰამედ ანვერიმ.

მისივე თქმით, თავის დროზე ირანის მიერ შემოღებული სავიზო რეჟიმი პოლიტიკური პასუხი იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ირანს 2013 წელს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად დაუწესა. საქართველომ სავიზო რეჟიმი ირანთან 2016 წლის 15 თებერვლიდან გააუქმა.

იტვირთბა....