ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვოსორიტიდი არ არის სასიცოცხლო ჩვენებით გამოყენებული მედიკამენტი, ერთადერთი დადებითი ეფექტი ეს არის ძვლის სიგრძის მატების შესაძლებლობა” – თამარ გაბუნია

[su_quote]ვოსორიტიდი არ არის სასიცოცხლო ჩვენებით გამოყენებული მედიკამენტი. ვოსორიტიდის ერთადერთი დადებითი ეფექტი ეს არის ძვლის სიგრძის მატების შესაძლებლობა. წელიწადში დადასტურებულია, რომ დამატებით, ბავშვი, ვოსორიტიდის მიღების შემდეგ, გაიზრდება დამატებით 1,57 მილიმეტრით. ის, რომ ვოსორიტიდი აუმჯობესებს იმ სიმპტომებს რაც აქვთ ბავშვებს, ეს შეიძლება იყოს ხერხემლის გარკვეული პრობლემები, ძილის აპნოე, არ არის ეს ცნობილი. ვოსორიტიდზე ჩვენ იმაზე მეტ მოლოდინს არ უნდა ვამყარებდეთ, ვიდრე ამ მედიკამენტს რეალურად შეუძლია, რომ გააკეთოს და ეფექტი მოგვცეს. ვოსორიტიდს აქვს გარკვეული დადებითი ეფექტი. ამიტომ გვინდა ჩვენც, რომ განვიხილოთ იმის შესაძლებლობა, რამდენად დავნერგავთ ჩვენს ქვეყანაში ვოსორიტიდს, მაგრამ უნდა დავაბალანსოთ რისკი და სარგებელი. ისე არ გამოვიდეს, რომ ამ სიმაღლის ზრდის მატებაში დაზარალდეს გარკვეული სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციები[/su_quote]

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოაგდილე, თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტზე.

იტვირთბა....