ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილის უარი სასოწარკვეთილ დედებს – პრემიერი აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს არ შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს არ შეხვდა. სასოწარკვეთილმა დედებმა კანცელარიასთან მთელი ღამე გაათენეს და პრემიერს დღის 15:00 საათამდე ულტიმატუმის ვადა მისცეს, რათა მათ იმ პრობლემაზე დალაპარაკებოდა, რომელიც ამ დიაგნოზის ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა უშედეგოდ – ყველაზე არასახალხო პრემიერმა გასაჭირში მყოფი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ამ პრობლემის წინაშე მარტო დატოვა.

მშობლები ამ დრომდე კანცელარიასთან იმყოფებიან და პროტესტის რადიკალური ზომებისთვის მიმართვას აპირებენ. ისინი ერთობლივ განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებენ.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე კვირაა, ჯანდაცვის სამინისტროსგან და ხელისუფლებისგან უშედეგოდ ითხოვენ ქვეყანაში იმ მედიკამენტის შენოტანას, რომელიც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე მცირეწლოვანებს პრობლემებს შეუმსუბუქებს.

იტვირთბა....