ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი ერთის წინააღმდეგ – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის შემცვლელი აირჩია. არასამთავრობო სექტორისა და ადვოკატთა ასოციაციის პროტესტის მიუხედავად, საქალაქო სასამრთლოს დღეიდან გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ვახტანგ მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენა. ახვლედიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და რეალურად მისი განცხადებების გამო გადააყენა საბჭომ თანამდებობიდან.

იტვირთბა....