“თუ მერაბიშვილის თანამოაზრე ან კეზერაშვილის ნათესავი არ ხარ, პარტიაში არ გიშვებენ” – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
შუაღამეს გავრცელებული გაუგებარი განცხადება არ ვიცი რას ემსახურება. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მალულად რამე არ ყოფილიყო, პარტიასაც შევატყობინეთ ჩცვეულებრივად. რომ იძახიან, ბევრი ოფისი გავხსენითო, ისე გახსნეს, რომ ერთხელ არ უთქვამთ მოდით, შევიკრიბოთო. ისე გავიდა ეს ორი თვე, რომ არცერთ გადაწყვეტილების მიღებაზე ჩემთვის, პირადად, ერთი სიტყვაც არავის უთქვამს. მე მეგონა, რომ პირიქით, გაუხარდებოდათ, რომ ოპოზიცია ამით ძლიერდება, კიდევ ერთი ოფისი ემატება. გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ თუ არ იზიარებ, ან ვანო მერაბიშვილის პოზიციას, ან თუ არ ხარ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავი, მაგ პარტიაში არ გიშვებენ, ისე მოხდა, რომ არც ერთი ვარ და არც მეორეს ვაკეთებ. არ მგონია, რომ ვინც ამ განცხადებას წაიკითხავს, ვინმეს გაუჩნდეს იქ მისვლის სურვილი და დარწმუნებული ვარ, იქ მყოფი ჩვენი ძალიან ბევრი მეგობარი ძალიან უხერხულში ჩაგდეს ამ წერილის შინაარსით”. – ამბობს ბაჩო დოლიძე.

