საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფელ დვანთან ოკუპანტებმა მოძრავი დეტექტორები დაამონტაჟეს და მავთულხლართების ინსტალაცია აღმართეს.
გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოსახლოებას წინაპრების საფლავები დარჩათ, ამიტომ ვერც წლევანდელ აღდგომას შეძლებს ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი მიცვალებუელბის ხსნოვნისადმი პატივის მიგებას. სოფელ დვანში დღეს ჟურნალისტებს არ უშვებენ, ამიტომ უცნობია, განახლდა თუ არა ადგილზე დილიდან ოკუპანტების მუშაობა.
“დედა, მამა, და, ძმა დამეღუპა, ოთხივეს საფლავი იქ მაქვს. რუსეთი რომ აცხადებს ერთმორწმუნე ხალხი ვართო, რანაირი მართლმადიდებლობაა ეს, საფლავზეც რომ არ მიგიშვებს ქრისტიან კაცს”. – ამბობს სოფელ დვანის მოსახლეობა.
წყარო – “ტვ პირველი”

