რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვმა რუსეთის წინააღმდეგ მოლდოვასა და საქართველოსთან შესაძლო მეორე ფრონტზე ისაუბრა.
მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და რუსეთი ამ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
მან ასევე ისაუბრა მოლდოვასა და საქართველოზე.
„როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას ნათლად აჩვენა, როდესაც მოლდოვაში იყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური ხაზის წინააღმდეგ, პროტესტი ეკონომიკური განვითარების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ. და დასავლეთმა დაგმო ეს, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ამავდროულად საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ ფულს იღებთ საზღვარგარეთიდან და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გთხოვთ, მითხარით, საიდან მოდის ფული”, – აღნიშნა ლავროვმა.

