რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლიანად იქცევა, რომ მეორე ფრონტს არ ხსნის.
„ყველაფერს ვხედავთ და ჩვენს გეგმებშიც ვითვალისწინებთ, სამხედრო-პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სხვა ურთიერთობებშიც. იყო მცდელობები (დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის შექმნაში ჩაერთოთ. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს. პასუხისმგებლობა გამოიხატება მათ მიგდომებში- ისინი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და უარით პასუხობენ მსგავს შემოთვლებს“ , – განაცხადა ლავროვმა.

