ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ს სანქციების შემდეგ უნგრეთი რუსეთთან დაკავშირებულ ბანკს ტოვებს

უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, განაცხადა,რომ უნგრეთი წყვიტავს რუსეთის მიერ კონტროლირებად საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან (IIB) თანამშრომლობას.

“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, აშშ-ს სანქციებმა საბანკო ოპერაციები უაზრო გახადა. შესაბამისად, ხელისუფლება საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიდან გამოიხმობს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს და ტოვებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს” , – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ წლებში უნგრეთის მთავრობის მიერ IIB-ის სათავო ოფისის მიღებას უარყოფითი შეფასებები და წუხილი მოჰყვა როგორც დონალდ ტრამპის, ისე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციების წარმომადგენლებისგან.

ბუდაპეშტში სანქციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ს ელჩმა უნგრეთში, დევიდ პრესმანმა აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა უგულებელყოფდა აშშ-ს როგორც ძველი, ისე ახალი ადმინისტრაციის თხოვნებს დაეტოვებინათ IIB.

“უნგრეთის შუაგულში კრემლის ამ გაუმჭვირვალე პლატფორმის არსებობა საფრთხეს უქმნის უნგრელი ხალხის, მათი ევროპელი მეზობლებისა და NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს” , – განაცხადა პრესმანმა.

იტვირთბა....