გთავაზობთ რამდენიმე დღის წინ უკრაინა-რუსეთის ფრონტზე, ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლის, მიხეილ მაზანაშვილის ბოლო ინტერვიუს, რომელიც მან „მთავარ არხს“ მისცა.
“მიყვარს ჩემი სამშობლო, მიყვარს ჩემი ხალხი, მივდივარ იმიტომ, რომ რუსეთმა არ დაგვიმონოს… ვინც ერთხელ იცვამს ფორმას, სიცოცხლის ბოლომდე ჯარისკაცია” , – აღნიშნავდა ის.
შეგახსენებთ, მაზანაშვილი სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს.
29 წლის ქართველი მეომარი შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.