საავტომობილო გზების დეპარტამენტის Facebook-გვერდი რიკოთის უღელტეხილზე სავალი გზის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობის ინტენსივობა ძალიან მაღალია. რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობისდან გამომდინარე გადაადგილება შენელებულია მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

