რუსეთი “სეისმური ცვლილებების” ზღვარზეა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას გამოიწვევს, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის დაშლას. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმი კირილ ბუდანოვი ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს ყირიმზე და კრემლის დაშინების მცდელობები გამოიყენოს ბირთვული იარაღი უბრალოდ სასაცილოა.
“საზღვრები შეიძლება შეიცვალოს. ეს ხელოვნურად შექმნილი შეცდომაა და ახლა დადგა ამ ქვეყნის დაშლის მომენტი”, – განაცხადა მან რუსეთის ფედერაციის მომავალზე.
ბუდანოვმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ რუსებმა ზამთრის შეტევის დროს წარმატებას ვერ მიაღწიეს, რამაც მათ რიგებში უზარმაზარი დანაკარგები გამოიწვია.

