ხაშურის მუნიციპალიუტეტის სოფელ გომთან ავარია მოხდა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ისინი ხაშურის “გორმედის” საავადმყოფში გადაიყვანა.
თვითმხილველის ინფორმაციით, 2 პიროვნების მდგომარეობა მძიმეა.

