იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ სასამართლო წესით დაიცვას უფლებები.
„ახვლედიანის გათავისუფლება იყო უკანონო და ეს დავა სასამართლოში გადაგვაქვს. გვინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა იყოს თავისუფალი, რადგან როდესაც ახვლედიანს აღვადგენთ, ამ თანამდებობაზე დაინიშნოს,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მამუკა ახვლედიანის შემცვლელი დღეს უნდა აირჩიონ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეა წარდგენილი.